02:57 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-09 17:55:38, 375 ნახვა

მსოფლიო
რუსეთი და ჩინეთი მორიგ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს სექტემბერში გამართავენ

რუსეთი და ჩინეთი სექტემბერში კიდევ ერთხელ გამართავენ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, მანევრებში, სახელწოდებით "ჩრდილოეთი/ურთიერთქმედება 2024" ორი ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალები და ავიაცია მიიღებენ მონაწილეობას. 

წვრთნები ოხოტსკისა და იაპონიის ზღვებში და მათ საჰაერო სივრცეში ჩატარდება.

"წვრთნების მიზანია "სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერება და საფრთხეებისადმი ერთობლივი წინააღმდეგობის გაძლიერება", - განაცხადეს ჩინეთის თავდაცვის სამინისტროში.

ანალოგიური წვრთნები 2023 წლის 20-23 ივლისს იაპონიის ზღვაში გაიმართა.

მიმდინარე წლის ზაფხულში რუსულმა საზღვაო ძალებმა უკვე მიიღეს მონაწილეობა ჩინეთთან ერთობლივ წვრთნებში "საზღვაო თანამშრომლობა - 2024", რომლებიც ჩინეთის სამხრეთ სანაპიროსთან გაიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics