|
2024-09-09 17:14:13, 410 ნახვა
საზოგადოება
პორტუგალიაში ციხიდან 5 პატიმარი გაიქცა, მათ შორის ერთი ქართველია
პორტუგალიის "მაღალი უსაფრთხოების" სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 5 პატიმარი გაიქცა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც სააგენტო ქვეყნის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება, დედაქალაქ ლისაბონის ჩრდილოეთით 30 კმ-ში მდებარე ციხიდან გაქცეულ პატიმრებს შორის, ერთი ქართველია, ერთი არგენტინის, ერთი დიდი ბრიტანეთის, ხოლო 2 პორტუგალიის მოქალაქეა. ციხის ადმინისტრაციის ცნობით, პატიმრები, რომელთა ასაკი 33-დან 61 წლამდეა, დაწესებულებიდან "გარე დახმარების" საშუალებით გაიქცნენ. მათივე ინფორმაციით, ორივე პორტუგალიელი იხდიდა 25-წლიან სასჯელს ისეთი დანაშაულებებისთვის, როგორიცაა ნარკოტიკებით ვაჭრობა, კრიმინალური გაერთიანება, ქურდობა, ძარცვა და გატაცება; დანარჩენი 3 კი დაწესებულებაში ქურდობის, გატაცებისა და ძარცვის გამო იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)