|
2024-09-09 10:06:56, 342 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - მინდა, თითოეულ ფეხბურთელს მადლობა გადავუხადო იმ ლამაზი ფეხბურთისთვის, რომელიც ქართველ გულშემატკივარს აჩუქეს
თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თითოეულ წევრს ჩეხეთის ნაკრებთან გამარჯვებას ულოცავს და გულშემატკივრის გახარებისთვის მადლობას უხდის. როგორც მან აღნიშნა, წინ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თამაშია - რამდენიმე დღეში საქართველო ალბანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. „საოცარი თამაში იყო - მნიშვნელოვანი მოგება, მნიშვნელოვანი სტარტი. ვულოცავ ჩვენს ბიჭებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია გუნდის მომზადებაში. მადლობა ქართველ გულშემატკივარს. საოცარი სანახაობა, შეხვედრა იყო. მინდა, თითოეულ ფეხბურთელს მადლობა გადავუხადო იმ სულისკვეთებისთვის, ბრძოლისუნარიანობისთვის, ლამაზი ფეხბურთისთვის, რომელიც ქართველ გულშემატკივარს აჩუქეს და სრულიად საქართველო გაახარეს. მხოლოდ ამაზე არ უნდა შევჩერდეთ. რამდენიმე დღეში გვაქვს მნიშვნელოვანი შეხვედრა ალბანეთის ნაკრებთან, რომელიც კარგი გუნდია. რთული შეხვედრა იქნება. იქაც მინდა წარმატებები და გამარჯვებები ვუსურვო ბიჭებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)