|
2024-09-06 16:40:05, 349 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - მადლობა ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტისთვის
თბილისის მერი კახა კალაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის 2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებას დაესწრო. კახა კალაძემ უნივერსიტეტის პირველ კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა და აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეგიონში განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრს წარმოადგენს. "მინდა, ყველა კურსდამთავრებულს მივულოცო და წარმატებები ვუსურვო. როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩემს ქვეყანაში ასეთი მაღალი დონის უნივერსიტეტი გვაქვს. ბევრი ევროპული უნივერსიტეტი მინახავს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეგიონში თავისი განათლების სისტემით, ინფრასტრუქტურით, ტექნოლოგიებით მართლაც საერთაშორისო დონისაა. მიხარია, რომ განათლებას ასეთი განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა... ეს პროექტი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის დამსახურებაა. შეიძლება, ბევრი ადამიანი დღეს ვერ ხედავდეს ამ პროექტის მნიშვნელობას, მაგრამ გავა წლები და სრულიად საქართველო დაინახავს, რამდენად საჭირო იყო მისი განხორციელება ქვეყნისთვის. მადლობა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს პროექტისთვის, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის", - აღნიშნა კახა კალაძემ. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)