|
2024-09-06 14:41:11, 339 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურს მოლდოვას რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო სამსახურის დელეგაცია ესტუმრა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზურაბ სიჭინავამ მოლდოვას რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო სამსახურის გენერალურ დირექტორს, ვიორელ დოაგას და დელეგაციის წევრებს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. სამსახურის ცნობით, ვიზიტის მიზანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის, გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული "ტრანზიტის საერთო პროცედურების" (CTC) კონვენციის დებულებებისა და ,"ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის" (NCTS) საქართველოში დანერგვის პროექტის მიმდინარეობისას, მიღებული გამოცდილების გაზიარება მოლდოველი კოლეგებისთვის. "საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა დელეგაციის წევრებს წარუდგინეს ვრცელი პრეზენტაცია გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) და შემოსავლების სამსახურის ერთობლივი NCTS-ის პროექტის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლებისა და პრაქტიკული ასპექტების, ასევე სატრანზიტო სისტემის ავტორიზაციების/გარანტიებისა და რისკების მართვის მოდულების შესახებ. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა - ,,სგპ. ,,სარფის" და ,,წითელი ხიდის" ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, სადაც საბაჟო საზღვრის კვეთის პროცესს დაესწრნენ. ამასთან, სტუმრები თბილისის, ბათუმისა და ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის გაფორმების პროცედურებს გაეცნენ. მოლდოველი კოლეგები, უახლესი ტექნიკით აღჭურვილ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრსაც ესტუმრნენ და სხვადასხვა დისტანციური მომსახურების შესახებ მომზადებული პრეზენტაცია მოისმინეს. შეხვედრების დასრულების შემდეგ, ორივე მხარემ გამოხატა მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)