|
2024-09-06 12:37:18, 834 ნახვა
რეგიონი
WANDERLUST ბათუმს ევროპის ყველაზე სასურველი ქალაქების ნომინაციაში ასახელებს
ცნობილი ბრიტანული გამოცემა WANDERLUST ბათუმს ევროპის ყველაზე სასურველი ქალაქების ნომინაციაში ასახელებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, გამოცემის პორტალზე, რომელსაც თვეში 1.6 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს, 40-მდე ევროპის ტურისტული ქალაქის სია ბათუმით იწყება. “ბათუმთან ერთად ნომინაციაზე თბილისი, ლისაბონი, პორტო, სევილია, ვალენსია, ზაგრები, ბოლონია, დრეზდენი, ჰამბურგი და სხვა ტურისტულად მიმზიდველი ქალაქია დასახელებული. ევროპის ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა სხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად საქართველოცაა წარდგენილი. WANDERLUST-ის გვერდზე ხმის მიცემა მსურველებს 18 ოქტომბრამდე შეუძლიათ. WANDERLUST-ის გამომცემლობა The Wanderlust Travel Awards-ის ყოველწლიურ დაჯილდოებას 6 ნოემბერს ჩაატარებს, სადაც გამოვლინდება 2024 წლის სასურველი ტურისტული მიმართულებები. ხმის მიცემა აღნიშნულ ბმულზე https://wanderlustmagazine.typeform.com/to/QUOKskBQ შეიძლება. "Wanderlust" არის ბრიტანული ტურისტული, მაღალრეიტინგული ონლაინ და ბეჭდური გამოცემა, რომელიც 1993 წელს დაარსდა. ის ყურადღებას სათავგადასავლო და კულტურულ მოგზაურობაზე ამახვილებს. გამოცემა განსაკუთრებით ცნობილია თავისი გამორჩული ფოტოგრაფიითა და სიღრმისეული სამოგზაურო გაიდებით. ჟურნალ WANDERLUST-ის გამორჩეულ მკითხველებს აინტერესებთ, როგორც ახალი მიმართულებები და აქტივობები, ასევე პოპულარული დანიშნულების ადგილების ნაკლებად ცნობილი მხარეების აღმოჩენები. ისინი მიემგზავრებიან სათავგადასავლო ადგილებში და ეძებენ გამორჩეულ გამოცდილებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)