|
2024-09-04 11:24:08, 369 ნახვა
საზოგადოება
„ლიბერთის" მხარდაჭერით, გოგონათა საგანმანათლებლო პროგრამა - WISE CAMP მიმდინარეობს
"ლიბერთი" "მერსი ქორფსთან" მჭიდრო თანამშრომლობას კიდევ ერთი პროექტის ფარგლებში აგრძელებს. მხარეებმა შესაბამის მემორანდუმს ხელი მოაწერეს და "ლიბერთის" სტრატეგიული პარტნიორობითა და მხარდაჭერით, საერთაშორისო ორგანიზაცია ,,მერსი ქორფსის'' ინიციატივით, გოგონებისთვის, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი ბანაკი გაიხსნა. აღნიშნული ბანაკი, რუსთავისსაერთაშორისო სკაუტურიცენტრის ბაზაზე, 5 დღის მანძილზე ტარდება და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 5 საჯარო სკოლიდან, 20 მოსწავლე და 5 მასწავლებელი მონაწილეობს. ბანაკისსაგანმანათლებლო პროგრამა, ქალთა დაგოგონათა მიმართძალადობის საკითხებს, უსაფრთხოებისა და კულტურულ - საგანმანათლებლო მიმართულებებს მოიცავს. ბანაკისმონაწილეები, სხვადასხვასესიის ფარგლებში, ფსიქოლოგებს, იურისტებს, ჟურნალისტებს, სპორტსმენებს დასხვადასხვა დარგისსპეციალისტებს შეხვდებიან და დაგეგმილია ისეთი თემების განხალვა, როგორიცაა ადამიანისუფლებების დაცვა, თანამედროვე ეპოქისგამოწვევების შესაბამისადდეზინფორმაციის ამოცნობისტექნიკა, მასობრივისაკომუნიკაციო საშუალებებისროლი უფლებებისადა თანასწორობისდაცვის მიმართულებითდა ა.შ. მონაწილეები, პროგრამის ფარგლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეწვევიან, გენდერული თანასწორობის, ასევე ეთნიკური უმცირესობების საბჭოების წარმომადგენლებს შეხვდებიან და საბჭოების მუშაობის სპეფიციკას გაეცნობიან. ბანაკის მონაწილეებს ასევე უმასპინძლებენ "ლიბერთი" ბანკში დასაქმებული წარმატებული ქალები, რომლებიც გოგონებს საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას გაუზიარებენ. სამომავლოდ, დაგეგმილია პროექტი, ტრადიციულად ყოველწლიურად ჩატარდეს და უფრო მასშტაბური გახდეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)