|
2024-09-03 20:43:04, 496 ნახვა
საზოგადოება
მონღოლეთში აცხადებენ, რომ პუტინი რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების გამო არ დააკავეს
მონღოლეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ბრძანება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების შესახებ იმის გამო არ შეასრულა, რომ ქვეყანა რუსეთზეა ენერგეტიკულად დამოკიდებული. ამის შესახებ მონღოლეთის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა. მისივე თქმით, "მონღოლეთი ყოველთვის იცავდა ნეიტრალიტეტის პოლიტიკას დიპლომატიურ ურთიერთობებში, რასაც ქვეყნის მაღალჩინოსნების მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებებიც ადასტურებს". "მონღოლეთს ნავთობპროდუქტების 95% და ელექტროენერგიის 20%-ზე მეტი ჩვენი უშუალო მეზობლებიდან შემოაქვს (მეზობელი კი მხოლოდ ორია: რუსეთი და ჩინეთი). ეს მარაგი გადამწყვეტია ჩვენი და ჩვენი ხალხის არსებობის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა მაღალჩინოსანმა. შეგახსენებთ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მონღოლეთს მოუწოდა, რომ აღასრულოს საერთაშორისო სისხლის სამართალის სასამართლოს ნაკისრი ვალდებულები და დააპატიმროს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც მონღოლეთში ვიზიტით იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)