|
2024-08-31 12:04:25, 480 ნახვა
საზოგადოება
ნონა გაფრინდაშვილი დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა
წეროვანში მდებარე მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრს ნონა გაფრინდაშვილი ესტუმრა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მან ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრა. ნონა გაფრინდაშვილმა საკუთარი სპორტული ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები გაიხსენა და სამხედრო მოსამსახურეების შეკითხვებსაც უპასუხა. "მოჭადრაკესა და დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შორის ჭადრაკში ბლიცტურნირი გაიმართა. ნონა გაფრინდაშვილმა სარეაბილიტაციო ცენტრსა და სამხედრო მოსამსახურეებს საკოლექციო დაფა ავტოგრაფით და სამახსოვრო ბარათები გადასცა. საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრები მომავალშიც გაიმართება. მსგავსი შეხვედრები მიზნად ისახავს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, მათი მოტივაციის გაზრდასა და მხარდაჭერის გაძლიერებას", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)