19:31 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-22 23:20:05, 8026 ნახვა

Lifestyle
ვოლოდიმერ ზელენსკიმ სერგო ფარაჯანოვს უკრაინის ლეგენდის წოდება მიანიჭა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ სიკვდილის შემდეგ უკრაინის ლეგენდის წოდება რეჟისორ სერგო ფარაჯანოვს მიანიჭა.

დაჯილდოების ცერმონია კიევში მარინის სასახლეში გაიმართა. ჯილდო ფარაჯანოვის საზოგადეობას გადაეცემა, რომელიც კიევში მოღვაწეობს.

სერგო ფარაჯანოვი, რომელიც თბილისში დაიბადა, უკრინაში დიდიხნის განმავლობაში ცხოვრობდა. 

 ”უკრაინა ჩემი სამშობლოა, ეს ჩემი მეორე სამშობლოა, იქ შევქმენი ჩემი პირველი შედევრი, ”დავიწყებული წინაპრების ჩრდილები”, იქ გავხდი გენიოსი, იქ დაიბადა ჩემი შვილი უკრაინამ, უკრაინამ დამანგრია." - წერდა გენიალური რეჟისორი თავის მოგონებებში.

ამა წლის იანვარში უკრაინაში "მამათმავლობისთვის" გასამართლებული ფარაჯანოვი ოფიციალურად რეაბილიტირდა.

რეაბილიტაციის ეროვნული კომისიის მოხსენებაში წერია, რომ საქმის შესწავლისას გამოვლენილ იქნა ფარაჯანოვის დაპატიმრებისა და გასამართლების პოლიტიკური მოტივი.

უკრაინის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის აზრით ფარაჯანოვის რეაბილიტაცია კომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმის მიერ გასამართლებული სხვა უკრაინელი დისიდენტების საქმეების ხელახლა შესწავლას ხელს შეუწყობს.

პირველად ფარაჯანოვი "მამათმავლობის" ბრალდებით უკრაინაში 1948 წელს დააკავეს, რეჟისორმა საკუთარი "ბრალი" არ უარყო. მას 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ უკრაინელი რეჟისორის ალექსანდრ დოვჟენკოს შუამდგომლობით მალევე გაათავისუფლეს.

1973 წლის ბოლოს ფარაჯანოვი კიევში მეორედ დააკავეს, გაასამართლეს და 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. რეჟისორმა ვადა ურთულეს პირობებში, მკაცრი რეჟიმის ბანაკში მოიხადა და პატიმრობიდან ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებით დაბრუნდა.

2024 წლის 9 იანვარს სერგო ფარაჯანოვის დაბადებიდან 100 წელი გავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება Super-ის მაღაზიებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics