21:42 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-19 12:53:25, 367 ნახვა

პოლიტიკა
მევლუთ ჩავუშოღლუ: სეკულარული ტერორიზმი უფრო კარგია, რადიკალური - ცუდია, - ეს მიდგომა არასწორია

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩაუშოღლუს განცხადებით, ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით საქართველოსა და აზერბაიჯანის პოზიციები თურქეთის პოზიციებს ემთხვევა.

ამის შესახებ, თურქეთის საგარეოს საქმეთა მინისტრმა, აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო უწყებების ხელმძღვანელებთან სამმხრივი შეხვედრების დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ტერორისტულ დაჯგუფებასთან ბრძოლა ითვალისწინებს იმას, რომ არ უნდა იყოს განსხვავება კარგ და ცუდ ტერორისტებს შორის. სეკულარული ტერორიზმი უფრო კარგია, რადიკალური ცუდია - ეს მიდგომა არასწორია. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. რაც შეეხება ანკარაში მომხდარ ტერორისტულ აქტს ის "დაეშის" მიერ არის ჩადენილი“, - აღნიშნა თურქეთის საგარეოს საქმეთა მინისტრმა.

მევლუთ ჩაუშოღლუმ იქვე აღნიშნა, რომ სამი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობას ვერაფერი შეცვლის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics