21:28 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-18 13:55:31, 382 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა და თამარ სანიკიძემ განათლების სისტემის ცვლილებაზე იმსჯელეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე განათლების სისტემის ცვლილებებზე იმსჯელეს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეფორმა შრომის ბაზარზე და საქართველოში არსებულ მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემის ჩამოყალიბებას გულისხმობს.

„ამ მიზნის მისაღწევად განიხილება პროფესიული განათლების გერმანული, დუალური სისტემის დანერგვა. დუალური მოდელი გულისხმობს დამსაქმებლის ჩართულობით საგანმანათლებლო პროცესის წარმართვას, საწარმოო პრაქტიკის კომპონენტის გაძლიერებას, შრომის ბაზარზე ორიენტირებული მიმართულებების/პროფესიების გამოკვეთასა და განხორციელებას, რაც საბოლოო ჯამში სტუდენტების დასაქმებას უზრუნველყოფს. რეფორმის წარმატებით განსახორციელებლად დაწყებულია მოლაპარაკება გერმანულ მხარესთან. 

რეფორმის ფარგლებში, უმაღლესი განათლების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოება განხორციელდება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს რესურსების მიმართვას ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელი პრიორიტეტული პროფესიების დასაუფლებლად. მნიშვნელოვანია, რეფორმამ უზრუნველყოს სტუდენტების დასაქმების მაჩვენებლის ზრდა შესაბამისი პროფესიების მიხედვით“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შეფასებით, რეფორმა მნიშვნელოვანია, რათა საქართველომ ახალ რეალობას და ეკონომიკურ მდგომარეობას უპასუხოს.

„პროფესიული განათლების გერმანული მოდელი და დუალური სისტემა არის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს დასახული მიზნის მიღწევას. დღევანდელი პროფესიული განათლების სისტემა და ინფრასტრუქტურა მზად არის რეფორმის განსახორციელებლად. საუბარია იმაზე, რომ უმაღლესი განათლების სისტემაც გავხადოთ შრომის ბაზარზე ორიენტირებული", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics