21:28 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-18 10:34:25, 435 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი თურქეთში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ჩვენი მეგობარი ქვეყნის მთავრობას, თურქ ხალხს და ყველა ადამიანს, ვისთვისაც ტერორიზმი არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე.

მაქვს მტკიცე რწმენა იმისა, რომ ცივილიზებული მსოფლიო ერთიანი ძალებით შეძლებს გაუმკლავდეს ამ უდიდეს ბოროტებას“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

ცნობისთვის, თურქეთში ავტომობილის აფეთქების შედეგად 28 ადამიანია დაიღუპა, 61-ზე მეტი კი დაშავდა. ძლიერი აფეთქება თურქეთის დედაქალაქ ანკარაში თბილისის დროით 22:00 საათისთვის მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ანკარის ცენტრში, გენერალურ შტაბთან ახლოს დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. იმ დროს შენობასთან სამხედროებით სავსე ორი ავტობუსი იდგა და ორივეს ცეცხლი გაუჩნდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მომხდარს ტერორისტულია აქტი უწოდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics