21:28 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-17 19:25:08, 534 ნახვა

პოლიტიკა
პლენარულ სხდომაზე, კენჭისყრისას, სავარაუდოდ, სხვისი პულტების გამოყენებას ჰქონდა ადგილი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კენჭისყრისას, სხვისი პულტების სავარაუდო გამოყენებას ჰქონდა ადგილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, იმ დეპუტატებს შორის, რომლებიც დღეს კენჭისყრაში ფიზიკურად არ მონაწილეობდნენ, თუმცა მათი ხმა დაფიქსირდა ანი მიროტაძე, გოგი ლიპარტელიანი, ირაკლი სესიაშვილი, ნანა ყეინიშვილი და მარიკა ვერულაშვილი დაასახელა.

„კენჭისყრის პროცესში მე დამიკავშირდა ჩვენი კოლეგა, ქალბატონი ხათუნა, რომელმაც მიმითითა, რომ ჩვენი 11 კოლეგა არ იმყოფება სხდომათა დარბაზში და ამასობაში კენჭისყრაში იღებდა მონაწილეობას. ჩვენ ერთობლივად გადავამოწმეთ ეს საკითხი. აღმოჩნდა, რომ ზოგი მათგანი იმყოფება და მონაწილეობს, მაგალითად ბატონი ვახტანგიშვილი, ბატონი ოქრიაშვილი, ბატონი ჟვანია ბატონი სოსო ჯაჭვლიანი იყო და არ ვიცი სად არის ახლა, ქალბატონი ელისო ჩაფიძე იყო და არ არის. რაც შეეხება კოლეგებს, მიროტაძე, ლიპარტელიანი, სესიაშვილი, ყეინიშვილი, ვერულაშვილი, ესენი ვერ დაფიქსრიდნენ ვერც დარბაზში და ვერც მოწმეებში. ასე რომ მე გთხოვთ გავარკვიოთ ეს საკითხი“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics