18:19 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-17 15:15:56, 645 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში“ ფონდების მოძიების და პროექტული განაცხადების შედგენის შესახებ ტრენინგი იწყება

 „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში“ ახალი ტრენინგი „ფონდების მოძიება და პროექტული განცხადების შედგენა არასამთავრობო სექტორში“ იწყება.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ტრენინგი განკუთვნილია მათთვის, ვინც მუშაობს არასამთავრობო სექტორში, ან არის პროექტების მენეჯერი, დირექტორი თუ სამეთვალყურეო საბჭოს მრჩეველი და სურს მიიღოს გამოცდილება ფონდების მოძიების საკითხში. ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან, თუ როგორ უნდა შეადგინონ გამართული საპროექტო განაცხადი დონორებისთვის და რა ეტაპებს გადის საპროექტო განაცხადი დაფინანსების მოპოვებამდე. როგორ ხდება ფონდების მოძიება და ბიუჯეტის შედგენა. ტრენინგზე დიდი დრო დაეთმობა პრაქტიკული დავალებების შესრულებას. მონაწილეები ნიმუშის სახით შეადგენენ კონცეფციას, პროექტის განაცხადს და ბიუჯეტს.

ტრენინგზე დარეგისტრირების მსურველებს, შესაძლებლობა აქვთ training@bog.edu.ge -ზე  გაგზავნონ რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო წერილი ან დარეგისტრირდნენ შემდეგ მისამართზე: www.bog.edu.ge. ტრენინგის ხანგრძლივობაა 3 დღე. ტრენინგზე რეგისტარციის ბოლო ვადაა 29 თებერვალი.

 

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics