05:17 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-19 16:43:49, 620 ნახვა

ომი უკრაინაში
ლუბინეცი - უკრაინის ხელისუფლებამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ 12 ბავშვის დაბრუნება მოახერხა

უკრაინის ხელისუფლებამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ 12 ბავშვის დაბრუნება მოახერხა. ამის შესახებ ინფორმაციას უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი დიმიტრო ლუბინეცი ავრცელებს.

როგორც ლუბინეცი აღნიშნავს, ოჯახებს აიძულეს რუსული პასპორტების აღება, ზოგიერთ ბავშვს კი "მოუწია სწავლა რუსულ სკოლაში", სადაც "რუსული მშვიდობის აქტიური კამპანია მიმდინარეობდა".

"ჩვენ მოვახერხეთ 12 უკრაინელი ბავშვის სამშობლოში დაბრუნება! ბავშვები დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში ნათესავებთან ცხოვრობდნენ. საბედნიეროდ, ისინი ახლა უკვე უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არიან. თითოეულმა ოჯახმა თავისებურად განიცადა საოკუპაციო "ძალაუფლების" მიერ შექმნილი ქაოსი.

ოჯახები ყვებიან, როგორ აიძულეს რუსული პასპორტების აღება, რადგან "ახალი საბუთების“ გარეშე მოქალაქეებს არანაირი უფლება არ აქვთ და ვერც სოციალური გარანტიით ისარგებლებენ და ვერც სამედიცინო დახმარებას მიიღებენ. ექიმები არ იღებენ თანდაყოლილი პათოლოგიის მქონე ბავშვებსაც კი, რომლებსაც განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ. თუმცა, მშობლებს მოუწოდებენ, გაგზავნონ შვილები "რეაბილიტაციაზე“, რაც ხშირად გულისხმობს დეპორტაციას ან იძულებით გადაადგილებას. ზოგიერთ ბავშვს მოუწია სწავლა "რუსულ სკოლაში", სადაც "რუსული მშვიდობის" აქტიური კამპანია მიმდინარეობდა", - წერს ლუბინეცი Telegram-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics