21:18 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-17 13:35:20, 391 ნახვა

პოლიტიკა
თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვია

თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დაიწყო.

საგარეო უწყების ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მევლუთ ჩავუშოღლუს დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ამ წუთებში საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა თურქ კოლეგასთან. მხარეები განიხილავენ თურქეთ-საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს.  შეხვედრის დასრულებისას მინისტრები პრესისთვის ერთობლივ  განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. 

19 თებერვალს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტი მონაწილეობას მიიღებს  აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივ შეხვედრაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics