|
2016-02-17 12:11:34, 1234 ნახვა
კომენტარი
სოზარ სუბარი: გიორგი ქადაგიძეს კბილები უკაწკაწებს, როდის შევარდება პოლიტიკაში
კბილები უკაწკაწებს, როდის გავარდება და შევარდება პოლიტიკაში, - ასე აფასებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის გუშინდელ განცხადებებს. როგორც სუბარმა აღნიშნა, ქადაგიძეს რამდენიმე დღე უნდა მოეთმინა და პოლიტიკური განცხადებები მას შემდეგ უნდა გაეკეთებინა, რაც ის თნამდებობას დატოვებდა. “კარგი იქნებოდა, მოეთმინა და მერე ეკეთებინა პოლიტიკური განცხადებები. მე გუშინ შევატყვე, კბილები უკაწკაწებს, როდის გავარდება და შევარდება პოლიტიკაში. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, მათ შორის, ბატონ ბენდუქიძეს ჰქონდათ იდეა თავის დროზე, რომ გაეუქმებინათ საკონსტიტუციო სასამართლო, გაეუქმებინათ ეროვნული ბანკი, როგორც უმაქნისი ინსტრუმენტები. მაგრამ ჩვენ ამ გზით არ მივდივართ. ახლა თავი დაანებოს ჭკუის სწავლებას, მოვიდეს პოლიტიკაში, გაიმარჯვოს და მერე გააუქმოს, რაც უნდა. თვითონ მთავრობის რეფორმირება როდესაც საჭირო იქნება, გაკეთდება, მაგრამ არა ასეთი მყვირალა განცხადებების ფონზე“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)