21:18 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-17 10:19:57, 359 ნახვა

პოლიტიკა
შს მინისტრი ლიტვის ელჩს გიედრიუს პუოჯუნასს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ლიტვის ელჩს საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასს შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილმა ელჩს სამინისტროში ევროინტეგრაციის კუთხით გატარებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.

მინისტრმა ასევე აღნიშნა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღწეული პროგრესი. შს მინისტრმა ხაზი გაუსვა რეფორმების პროცესში ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის, ლიტვის გამოცდილების გაზიარებისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და ლიტვის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics