07:29 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-12 16:26:54, 701 ნახვა

პოლიტიკა
ფრანსუა ოლანდი: მიღწეული შეთანხმება ევროპისთვის ამოსუნთქვა, ხოლო უკრაინისთვის იმედია

"მიღწეული შეთანხმება ევროპისთვის ამოსუნთქვა, ხოლო უკრაინისთვის იმედია",-ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, გლობალური შეთანხმება მიღწეულია, თუმცა კონფლიქტის მოგვარებისთვის კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი.
"მხარეებმა შეძლეს გლობალური შეთანხმების მიღწევა სადავო საკითხებზე, მაგრამ კონფლიქტის მოგვარებისთვის კიდევ ბევრი საქმის გაკეთებაა საჭირო.მდგომარეობის გაუმჯობესების რეალური შესაძლებლობა არსებობს. მიღწეული შეთანხმება ევროპისთვის ამოსუნთქვა, ხოლო უკრაინისთვის იმედია",-განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.
ცნობისთვის, მინსკში ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრა 16 საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო. მოლაპარაკების შედეგად დადგინდა, რომ საომარი მოქმედების პირველი ხაზიდან როგორც სეპარატისტების, ასევე უკრაინული არმიის მძიმე ტექნიკა გაყვანილი იქნება და 15 თებერვალს 12 საათიდან  ცეცხლი შეწყდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics