|
2024-06-20 15:06:18, 695 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - მნიშვნელოვანია, ქვეყნის სივრცითი დაგეგმვა და განვითარება ადეკვატურად სწრაფად მიყვებოდეს ეკონომიკური ზრდის პროცესს
სივრცითი დაგეგმვა და განვითარება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც საქართველოს ეკონომიკა სწრაფი ზრდით ხასიათდება. მნიშვნელოვანია, სივრცითი დაგეგმვა ადეკვატურად სწრაფად მიყვებოდეს ამ პროცესს, რათა თავიდან ავიცილოთ ქაოტური განაშენიანება და მივიღოთ დროში მდგრადი განვითარება, ქვეყნის კონკურენტუნარიანობას გაზრდის, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს ეროვნული ურბანული ფორუმი (GNUF) 20-21 სიტყვით გამოსვლისას. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეროვნული სივრცითი მოწყობის კონცეფციაზე მუშაობა და მასში ასახული იქნება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები და ამ კუთხით ქვეყნის პრიორიტეტები. მისი შეფასებით, ფორუმი ამ კუთხით დიდ როლს შეასრულებს. ეკონომიკის მინისტრმა ამისთვის მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს - გაეროს განსახლების პროგრამის და სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს. „ქვეყნის სივრცითი განვითარების და სივრცითი დაგეგმვის კუთხით სწორად, მდგრადად განვითარება ძალიან მნიშნელოვანია - ერთი მხრივ ხარისხიანი, მდგრადი საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად ჩვენი მოქალაქეებისთვის და მეორე მხრივ, ეკონომიკის განვითარების პერსპექტივების კუთხით. საქართველოს მდებარეობიდან და რელიეფიდან გამომდინარე, ეს ამოცანები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება - ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია - საქართველო ევროპის და აზიის დამაკავშირებელი უმოკლესი ე.წ. შუა დერეფნის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და ამ კუთხითაც დიდი როლი აქვს სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის სწორად განვითარებას ურბანულ განვითარებასთან ერთად", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად, ფორუმის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მისმა პირველმა მოადგილე ნინო ენუქიძემ, გაეროს განსახლების პროგრამის რეგიონთაშორისმა მრჩეველმა კატია შაფერმა, სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსმა იოანე მენაბდე და საჯარო უწყებების და ორგანიზაციების სხვა წარმომადგენლებმა, დარგის ექსპერტებმა. საქართველოს ეროვნული ურბანული ფორუმი საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას" სივრცეში ორი დღის განმავლობაში იმუშავებს. მის ფარგლებში რამდენიმე ღონისძიება ჩატარდება, მათ შორის პანელური სესიები, სადაც ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები ეროვნული სივრცითი მოწყობის კონცეფციის შემუშავებისა და მათში მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრირების გზებს განიხილავენ. როგორც დღეს გამომსვლელთა მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა, ფორუმი ხელს შეუწყობს სივრცითი და ურბანული დოკუმენტაციის შემუშავებაში ჩართულ პირების მეტად კოორდინირებულ საქმიანობას, ქვეყნის კლიმატის ზემოქმედებისა და ბუნებრივი გარემოს გამოწვევების გადახედვას და სივრცითი დაგეგმარების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. „ფორუმი ძალიან მნიშნელოვანი ფორმატია, ვფიქრობ, ის წარმატებული და სასარგებლო იქნება - როდესაც ჩვენ დღის წესრიგში გვაქვს ქვეყნის ერთიანი სივრცითი განვითარების კონცეფციის შექმნა. მნიშვნელოვანი ამოცანაა ქვეყანაში თანაბარი შესაძლებლობების განვითარება როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონ დონეზე. ამასთან, ჩვენს ქვეყანას აქვს უმნიშვნელოვანესი ბიომრავალფეროვნება, დაცული ტერიტორიები, ტურისტული პოტენციალი, რეკრეაციული სივრცეები და ეს ყველაფერი ჩვენთვის დიდ პრიორიტეტს წარმოადგენს. მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მათი სწორად პრიორიტეტიზაცია, რაც ასახული იქნება პირველ რიგში ერთიან სივრცითი განვითარების კონცეფციაში და შემდგომ უფრო დეტალურ გეგმაში", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)