|
2024-06-14 14:29:27, 712 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე კასპელ მოჭიდავეებს შეხვდნენ
კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად კასპელ მოჭიდავეებს - სამბოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელს, კახა მამულაშვილს და საქართველოს ჩემპიონს თავისუფალ ჭიდაობაში გოდერძი ძებისაშვილს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ივნისში, სერბეთში ვეტერანთა შორის ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობდა, სადაც კახა მამულაშვილმა დამსახურებულად მოიპოვა პირველი ადგილი და 2024 წლის ევროპის ჩემპიონი გახდა, გოდერძი ძებისაშვილმა კი პარიზის ოლიმპიური თამაშების მონაწილის ლიცენზია მოიპოვა. მათივე ინფორმაციით, ვახტანგ მაისურაძემ ორივე სპორტსმენს მადლობა გადაუხადა მიღწევებისთვის, სამომავლო წარმატებები უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)