18:02 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-15 17:26:56, 580 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სამინისტრომ სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ანგარიში წარუდგინა

„2014 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის ანგარიშზე საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ,  საკომიტეტო მოსმენაზე,  სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, რეკომენდაციები შეეხებოდა პრივატიზაციის პროცესის დაჩქარებას, ნგრევადი და სიცოცხლისათვის საშიში შენობებიდან დევნილი ოჯახების განსახლებას და კერძო საკუთრებაში არსებულ ობიექტებში მცხოვრები დევნილებისათვის უმოკლეს ვადაში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის გამოყოფას.

მინისტრის პირველმა მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ნგრევად ობიექტებში მცხოვრები დევნილი ოჯახების განსახლების საკითხზე.  2013 - 2015 წლებში სამხარაულის ექპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შეფასებულ იქნა 90-მდე დევნილთა განსახლების ობიექტი. აღნიშნული ობიექტებიდან 38 დაიხურა და დევნილი ოჯახები გადაყვანილ იქნენ ქ. თბილისსა და საქართველოს ტერიტორიულ ორგანოებში  ახალაშენებულ კორპუსებსა და რეაბილიტირებულ შენობებში. 2013 - 2015 წლებში  ნგრევადი ობიექტებიდან გაყვანილ იქნა 728 დევნილი ოჯახი.  2016 წელს სამინისტროს დაგეგმილი აქვს იძულებით გადაადგილებულ პირთა ორგანიზებულად განსახლების  ყველა იმ ობიექტის შესწავლა, რომელიც ჯერ არ არის გადაცემული დევნილთათვის საკუთრებაში.

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics