10:42 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-15 16:59:38, 630 ნახვა

სამართალი
სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების ქვეყნიდან გაყვანაზე კანონი მკაცრდება

სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების ქვეყნიდან გაყვანაზე კანონი მკაცრდება. აღნიშნულს პარლამენტში ინიცირებული "საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოდან შემოსვლის წესების შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს.

საქართველოს ტერიტორიაზე სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების ქვეყნიდან გაყვანისას, მის დაბადების მოწმობაში ორივე მშობლის ვინაობის მითითება სავალდებულო ხდება.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე აღნიშნული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს. სარჯველაძის შეფასებით, ხშირად სუროგაციის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვი საქართველოდან არსებული რეგულაციების გვერდის ავლით გაჰყავთ, რაც ადამიანით ვაჭრობის საფრთხეს ქმნის.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ კანონპროექტს 5 მარტამდე სამივე მოსმენით მიიღებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსოფლიოში გადაადგილებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი შედგა: ევროპა ლიდერობს
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics