20:57 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-14 10:30:18, 401 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველს შეხვდა

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  ორმხრივი შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კრისტოფ ჰოისგენთან.

მხარეებმა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს.

შეხვედრაზე ისაუბრეს ვიზების ლიბერალიზაციის პროცესებზე და აღნიშნეს, რომ საქართველომ წარმატებით შეასრულა ყველა ტექნიკური მოთხოვნა.

კრისტოფ ჰოისგენმა ხაზი გაუსვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებას და კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა.

შეხვედრაზე მხარეებმა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics