20:57 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-13 21:00:33, 501 ნახვა

პოლიტიკა
მარტინ შულცი: რუსეთის ხელისუფლების მიზანი ევროკავშირის შიგნიდან გახლეჩვაა

''რუსეთის ხელისუფლების მიზანი ევროკავშირის შიგნიდან გახლეჩვაა'' - ამის შესახებ მიუნხენში კონფერენციაზე ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, მარტინ შულცმა განაცხადა. ის დაეთანხმა პეტრო პოროშენკოს და განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლების მიზანი ევროკავშირის შიგნიდან გახლეჩვაა. მან იქვე ისაუბრა იმაზე, რომ გასული საუკუნის მეორე ნახევარში ევროპაში ერების სოლიდარობასა და უერთიერთპატივისცემაზე შეთანხმდნენ და ეს არის ის, რასაც პუტინი ეჭქვეშ აყენებს ევროპაში პოლიტიკური პარტიების რიცხივს გაზრდით.

''სრულად ვეთანხმები პეტრო პოროშენკოს პოზიციას, რომ რუსეთის ხელისუფლების მიზანი ევროკავშირის შიგნიდან გახლეჩვაა. ანტიევროპელი სკეპტიკოსები, ისლამოფობიური, ჰომოფობიური და ნებისმიერ სახის პარტიები მყისიერად არიან წარმოდგენილები ევროპარლამენტში და მე მათ ჩემს კოლეგებთან ერთად ყოველდღე ვუსმენ. თუ შევადარებთ მათ პუტინის პარტიის რიტორიკასთან რუსეთში და მესიჯებს, რომლებსაც ისინი მთელს ევროპაში ავრცელებენ, ისინი ერთნაირია. გასული საუკუნის მეორე ნახევარში ევროპაში ერთ პრინციპზე შეთანხმდნენ. ეს ერების სოლიდარობა და უერთიერთპატივისცემაა და ეს არის ის, რასაც პუტინი ეჭქვეშ აყენებს ევროპაში პოლიტიკური პარტიების რიცხივს გაზრდით,'' - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, მარტინ შულცმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics