|
2016-02-12 17:01:23, 389 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შეხვდა
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, 2016 წლის 12 თებერვალს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ვიქტორია ნულანდთან. საგარეო საქმეტა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დროს განიხილეს ამერიკის შეერთებული შტატები-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის აქტუალური საკითხები, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროგრესი, ვარშავის სამიტისათვის საქართველოს მზადების პროცესი და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზა ლიბერალიზაციის საკითხები. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოში მიმდინარე რეფორმები, განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დინამიკა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობაზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)