|
2016-02-11 20:14:31, 712 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტი გამართა
დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი ბრუსელში, ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტ ანდრუს ანსიპსა და ევროკომისარ გიუნტერ ოტინგერს შეხვდა. ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან შეხვედრების მთავარ მიზანს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების პროგრესი წარმოადგენდა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობას, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, ასევე ერთიან ციფრული ბაზრის ფორმირებას ელექტრონული კომერციის, ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით. ყურადღება ასევე გამახვილდა, საქართველოს ინტეგრაციაზე ევროპის ციფრულ საზოგადოებაში. ევროკავშირის მაღალჩინოსნების მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, საქართველოს აღნიშნულ პროცესში დახმარება აღმოუჩინონ. შეხვედრებზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროკავშირის ბაზარზე საქართველოში შექმნილი ინოვაციური პროდუქტების გამარტივებულ შეღწევაზე ისაუბრეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)