20:23 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 20:00:38, 780 ნახვა

ეკონომიკა
ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება

12 თებერვალს, 10:45 საათზე, სასტუმრო „თბილისი-მარიოტში" ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის სამმხრივი საკოორდინაციო საბჭოს მე-7 სხდომა გაიმართება.

სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი ზია მამედოვი და თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრი ბინალი ილდირიმი. 

დაგეგმილია პრეზენტაციები ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის განხორციელების მიმდინარეობის შესახებ.

სხდომის დასრულების შემდეგ  დელეგაციათა ხელმძღვანელები ხელს სამმხრივი საკოორდინაციო საბჭოს ოქმს მოაწერენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics