|
2015-02-12 12:41:45, 775 ნახვა
პოლიტიკა
პეტრო პოროშენკო: მინსკის მოლაპარაკებებზე კარგი ამბები ჯერჯერობით არ არის
უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, მინსკის მოლაპარაკებებზე ჯერჯერობით კარგი ამბები არ არის. მისი თქმით, რუსეთთან შეთანხმება ჯერ ვერ შედგა, რადგან მათი მხრიდან წამოყენებული მოთხოვნები მისთვის მიუღებელია. „სამწუხაროდ მოლაპარაკებებზე კარგი ამბები ჯერჯერობით არ არის. რადგან რუსეთის მხრიდან წამოყენებული მოთხოვნები მიუღებელია. ამ დროისთვის სხვა სიახლე არ არის, თუმცა იმედი მაინც გვაქვს“,-განაცხადა პეტრო პოროშენკომ. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრა პეტრო პოროშენკოს გარეშე გრძელდება. შეგახსენებთ, რომ „ნორმანდიული ოთხმხრივი“ შეხვედრა მინსკში, დახურულ კარს მიღმა დაახლოებით 14 საათი გრძელდებოდა და მასში თავდაპირველად გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მონაწილეობდნენ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)