20:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 12:46:58, 534 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთი ოკუპირებულ ცხინვალთან დამატებით ხელშეკრულებებს გააფორმებს

უახლოეს მომავალში რუსეთი ოკუპირებულ ”სამხრეთ ოსეთთან” ე.წ. სამოკავშირეო შეთანხმების ფარგლებში დამატებით ხელშეკრულებებს გააფორმებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "სპუტნიკ-ოსეტიი", რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ ივან ბოლტენკოვმა განაცხადა, მას სჯერა, რომ უახლოეს მომავალში ხელი სხვა დარგობრივ შეთანხმებებსაც მოეწერენ.

"ჩვენს ორ ქვეყანას შორის დაახლოების იმდენად ძლიერი ვექტორია, არამგონია, რომ ოსური ჯარის ცალკეული ქვედანაყოფების რუსეთის შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებაში გაწევრიანების საკითხის მოგვარება პრობლემად იქცეს. უახლოეს მომავალში, ამ შეთანხმებას ხელი მოეწერება, რადგან ეს სურს ორივე ქვეყნის ხელმძღვანელობას", - განაცხადა ივან ბოლტეკოვმა, რომელიც ამჟამად ცხინვალში "სამუშაო" ვიზიტით იმყოფება.

მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მან იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში დასრულდება მუშაობა დოკუმენტზე, რომელიც ითვალისწინებს ე.წ. ოსური ჯარის ცალკეული ქვედანაყოფების რუსეთის შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებაში გაწევრიანების საკითხზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics