20:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 11:44:36, 322 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი იენს სტოლტენბერგს შეხვდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში ვიზიტს განაგრძობს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატოს თავდაცვის მინისტერიალის მეორე დღეს თინათინ ხიდაშელი ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან გამართავს შეხვედრას.

უწყების ცნობით, დაგეგმილია ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი გახსნის. თავდაცვის მინისტრი ნატოს შტაბ-ბინაში, ორმხრივ ფორმატში, უცხოელ კოლეგებსაც შეხვდება.

„მნიშვნელოვანი დღე იქნება ჩვენთვის, იმიტომ რომ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ტარდება თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში. როგორც გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენციაზეც აღნიშნა, თავდაცვის მინისტერიალი დასრულდება, სწორედ, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომით. დიდი იმედი გვაქვს, რომ ინიციატივებს, რომლითაც ბრიუსელში ჩამოვედით, ერთობლივად მოიწონებს და მხარს დაუჭერს 28 სახელმწიფო. გარდა ამისა, გვაქვს რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა ჩემს კოლეგებთან - ნატოს წევრი ქვეყნების მინისტრებთან და გვაქვს შეხვედრა გენერალურ მდივანთან ყველა იმ პრაქტიკული წინადადებების მოსამზადებლად, რომელზე მუშაობასაც ხვალინდელი კომისიის შემდეგ გეგმავს საქართველო“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics