09:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-18 20:16:57, 1343 ნახვა

ომი უკრაინაში
ბორელი - ევროპული საბჭო უკრაინის მხარდასაჭერად 5 მლრდ ევროს გამოყოფს

ევროპული საბჭო, ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის, 5 მილიარდ ევროს გამოყოფს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

უკრაინის დახმარების ფონდი ევროკავშირს საშუალებას მისცემს, მხარი დაუჭიროს უკრაინის შეიარაღებული ძალების განვითარებას, როგორც ლეტალური, ისე არალეტალური სამხედრო აღჭურვილობისა და წვრთნების მიწოდებით.

"ევროკავშირი ასრულებს თავის ვალდებულებებს. უკრაინის დახმარების ფონდი (UAF) ჩვენს სიტყვებს ქმედებად აქცევს. ფონდით, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიული ომისგან თავის დაცვაში, რაც არ უნდა დასჭირდეს და რამდენ ხანსაც ჩვენ გვჭირდება", - განაცხადა ბორელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
თეირანმა ქუვეითში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics