16:23 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-28 09:58:22, 767 ნახვა

სამართალი
სააგენტო - გურიაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გურიის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურებში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო და უკანონოდ მოპოვებული ფოთლოვანი სახეობის ხე-ტყე გამოავლინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, კანონდამრღვევმა უკანონოდ მოპოვებული ფოთლოვანი სახეობის ხე-ტყე დასამუშავებლად სახერხ საამქროში სატვირთო ავტომობილით გადაიტანა. საამქროს ტერიტორიაზე ასევე აღმოჩენილია პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი). 

მათივე ინფორმაციით, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო და სატვირთო ავტომობილი დაილუქა. ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროში.

“რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლების მიერ, ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს ბრძოლა სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით. ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია და გამოვლენა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია”, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics