16:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-29 11:12:34, 1240 ნახვა

სამართალი
სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, წიწვოვნების უკანონო მოპოვებაზე, ასევე ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე მოქმედებს 500-დან 2 000-ლარამდე ჯარიმა, რასაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობაც ემატება.

"ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბის მიმდებარედ, მოქალაქე, ავტოსატრანსპორტო საშუალებით, უკანონოდ მოპოვებული სოჭის სახეობის 8 ერთეული ხე-მცენარის ტრანსპორტირებას ახდენდა. ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შესაბამის საგამოძიებო ორგანოში გადაიგზავნება. 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღვაიშში კი, მოქალაქემ  კრიპრომეიის სახეობის 3 ერთეული ხე-მცენარე უკანონოდ მოიპოვა, 4 ერთეულ ხე-მცენარეს კი ტოტები გადაჭრა. შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.  მასალები შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლო პერიოდში წიწვოვანი ხეების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე მკაცრ კონტროლს ახორციელებს განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, სადაც წიწვოვანი ტყეებია. ასევე, პრევენციული ღონისძიებები ტარდება ქალაქის შემოსასვლელთან, დასახლებულ პუნქტებში, საავტომობილო გზებზე. დედაქალაქში აქტიურად მოწმდება რეალიზაციის ადგილები - მაგალითად, სპორტის სასახლის, ვაგზლის, მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიები",- ნათქვამია დეპარტამენტის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics