|
2023-12-18 10:17:39, 2213 ნახვა
სამხედრო
ბურჭულაძე - სამხედრო განათლების კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვის ძალებს დიდ გამოცდილებას სძენს და ნატოსთან თავსებად ძალად აყალიბებს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ გადაცემა „იმედი Live“-ში უწყების თავდაცვის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობა შეაჯამა. „თავდაცვის უწყებისთვის 2023 წელი რეკორდული იყო - ვუმასპინძლეთ 27 სხვადასხვა ღონისძიებას, სწავლებას და, ასევე, საზღვარგარეთ 40 სხვადასხვა სწავლებაში მივიღეთ მონაწილეობა. მათ შორის იყო ისეთი სწავლებები, სადაც ევროპის ქვეყნების, ნატოს წევრი და არაწევრი სახელმწიფოებიდან, 3 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. მისი განმარტებით, სამხედრო განათლების კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვის ძალებს დიდ გამოცდილებას სძენს და ნატოსთან თავსებად ძალად აყალიბებს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება გაამახვილა ნატოს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ვიზიტებზე. მისი განცხადებით, ალიანსის წარმომადგენელთა მრავალრიცხოვანი დელეგაციის ქვეყანაში სტუმრობა მიუთითებს საქართველოს თავდაცვის ძალების პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალებთან თავსებადობაზე. „ნატოს ქვეყნებშიც კი, უმრავლესობაში, კომიტეტი, თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, სრული შემადგენლობით არ არის ნამყოფი. რა თქმა უნდა, ეს მეტყველებს იმაზე, თუ როგორი თავსებადი ვართ მათთან“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)