|
2023-12-07 10:43:53, 2354 ნახვა
სამხედრო
„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ დასრულდა
„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ დასრულდა. მონაწილეებს კურსის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გიორგაძემ რთული, გამოწვევებით სავსე უსაფრთხოების გარემოში მსგავსი კურსების ორგანიზების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. "მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მსმენელებს კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა. წელს „ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კური“ მეორედ ჩატარდა და კაჭრეთში მდებარე სასტუმრო „ამბასადორში“ ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. სხვადასხვა უწყებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის მიმოხილვის, ქვეყნის უსაფრთხოების ფორმირების პროცესში თითოეული მოქალაქის როლისა და პასუხისმგებლობის, კრიზისულ სიტუაციებში პოზიციონირებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარების განვითარების შესაძლებლობა ჰქონდათ. „ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების კურსების მოდელზე ჩამოყალიბდა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, 2012 წლიდან საქართველოში ყოველწლიურად იმართება. ბოლო ორი წელია ქართული მხარე, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS) კურსს დამოუკიდებლად ატარებს",- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)