|
2023-12-05 13:53:08, 720 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ლიზინგი“ და EFSE საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას ზრდის
"თიბისი ლიზინგმა" The European Fund for Southeast Europe (“EFSE”)-გან 7 მილიონი ევროს ფინანსური რესურსი მოიზიდა. აღნიშნული ტრანზაქცია "თიბისი ლიზინგის" უკვე რიგით მეორე წარმატებული გარიგებაა ფონდთან საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების(MSMEs) მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის. აღნიშნული ტრანზაქცია კიდევ უფრო აძლიერებს "თიბისი ლიზინგისა" და EFSE-ს პარტიორობას და "თიბისი ლიზინგს" საშუალებას აძლევს სხვადასხვა სალიზინგო პროდუქტების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. საქართველოში MSME სექტორი წარმოადგენს საკამოდ მზარდ სექტორს, რომელსაც დიდი ეკონომიკური პოტენციალი გააჩნია. მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოს კორპორატიულ ლანდშაფტში დომინირებს და მთლიანი წარმოების ღირებულების 53%-ს და კერძო სექტორში ბრუნვის 35%-ს შეადგენს, რითაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. "თიბისი ლიზინგი" აქტივების დაფინანსების გამარტივებისა და მომხმარებლებზე მორგებული პროდუქტების ფართო სპექტრის შეთავაზებით უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. „ჩვენ ვამაყობთ, რომ დავასრულეთ კიდევ ერთი წარმატებული ტრანზაქცია EFSE-სთან და კიდევ უფრო გავამყარეთ ჩვენი თანამშრომლობა. ეს ტრანზაქცია ასახავს ორივე ინსტიტუტის მზაობას, მხარი დაუჭირონ მცირე და საშუალო საწარმოებს საქართველოში ინოვაციური, მოქნილი და მორგებული ალტერნატიული დაფინანსების პროდუქტების მიწოდების გზით. ეს ჩვენი მეორე თანამშრომლობაა და ჩვენ მოუთმენლად ველით მომავალში კიდევ ბევრ წარმატებულ გარიგებაზე EFSE-სთან მუშაობას“, - ამბობს ნუგზარ ლოლაძე, "თიბისი ლიზინგის" ფინანსური დირექტორი. „EFSE-ს მუდმივი პარტნიორობა "თიბისი ლიზინგთან" მკაფიოდ ასახავს ჩვენს საერთო მიზნისადმი, საქართველოს ეკონომიკური ზრდის განვითარების ხელშეწყობის ერთგულებას. MSME სეგმენტზე ფოკუსირებით, რომელიც უმნიშვნელოვანესია საქართველოს ეკონომიკისთვის, ჩვენ არა მხოლოდ მხარს ვუჭერთ სასიცოცხლო მნიშვნელობის სექტორს, არამედ ხელს ვუწყობთ ქვეყნის უფრო ფართო განვითარებას. ეს თანამშრომლობა ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას ინოვაციური და მოქნილი დაფინანსების შეთავაზებისადმი რომელიც აძლიერებს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს, ჩვენი მისიის ქვაკუთხედს",- განაცხადა EFSE-ის რეგიონალური დირექტორმა, ოქსანა ბინზარუმ.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)