|
2023-10-24 11:22:09, 721 ნახვა
სამართალი
ირაკლი შოთაძის განცხადებით, 2019 წელს პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეზე გამოძიება გრძელდება
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უცხოეთში ვიზიტებთან დაკავშირებით, საუბარია კონსტიტუციის დარღვევაზე და აღნიშნული საქმე პროკურატურის კომპეტენციას არ წარმოადგენს. როგორც შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კონსტიტუციის დარღვევა საკონსტიტუციო სასამართლოს შესაფასებელია. "კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი არის საკონსტიტუციო სასამართლოს შესაფასებელი და მიეკუთვნება საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას",- თქვა გენერალურმა პროკურორმა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით არსებობს თუ არა რამე საქმე, რომელიც ძიებაშია; რა ეტაპზეა 2019 წელს შეწყალების საქმესთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება და შესაძლებელია თუ არა, პრეზიდენტი აღნიშნულ საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს, ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ საქმეზე გამოძიება დღემდე გრძელდება, თუმცა კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტზე იმუნიტეტი ვრცელდება. „ამ ფაქტზე გამოძიება გრძელდება, შემიძლია დაგიდასტუროთ. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ მოქმედი პრეზიდენტის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა კანონმდებლობთ შეზღუდული არის. პრეზიდენტზე ვრცელდება იმუნიტეტი და მის მიმართ შესაძლებელია სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება მხოლოდ იმპიჩმენტით თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ მისი მხრიდან ან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი, ან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ფაქტი დაადასტურა",- განაცხადა შოთაძემ. ჟურნალისტის შეკითხვას, ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, შესაძლოა თუ არა, რომ გამოძიება საკითხით დაინტერესდეს, შოთაძემ ასე უპასუხა: „ფაქტზე მომავალში რატომ ვლაპარაკობთ? გიხსნით, რომ გამოძიება გრძელდება და ეს გამოძიება დაწყებულია რამდენიმე წლის წინ“.
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)