|
2015-02-10 15:04:17, 675 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვერენჩხილაძე: არაუგვიანეს 23 თებერვლისა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ერთი კანდიდატურა დასახელდება
საზოგადოების წარმომადგენლების მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის დასახელების ეტაპი 9 თებერვალს დასრულდა. როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სულ 36 კანდიდატურა დასახელდა, რვამ კი,თავისი კანდიდატურის განხილვაზე უარი განაცხადა. მისივე თქმით, არაუგვიანეს 23 თებერვლისა, შემუშავებული კრიტერიუმების გათვალისწინებით შერჩეული კანდიდატის დასახელება მოხდება. "პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატების დასახელების ეტაპი დასრულდა.წარმოდგენილია და დასახელებულია 36 თავმჯდომარეობის კანდიდატი, აქედან 8 კანდიდატმა უარი განაცხადა მისი კანდიდატურის განხილვაზე, შესაბამისად, ამ ეტაპისთვის შიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ გვერდზე ეს სია უკვე დევს.28 უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურა გახლავთ დასახელებული.დღეიდან იწყება უკვე პირობითად ამ პროცესის მეორე ეტაპი,რომელიც გულისხმობს შემდეგს: პრეზიდენტის ამდინისტრაციის მიერ იმ კრიტერიუმების შესაბამისად, რომელიც საპარლამენტო პოლიტიკური ძალებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საკმაოდ ფართო ნაწილის მონაწილეობით იქნა შემუშავებული, ამ კანონის მიერ დადგენილი ცენზების და კრიტერიუმების შესაბამისად მოხდება შერჩევა წარმოდგენილი 28 კანდიდატის და არაუგვიანეს 23 თებერვლისა, როდესაც მოქმედ თავმჯდომარეს გასდის უფლებამოსილების ვადა დასახელებული იქნება უზენაესი სასამართლოს თავმჯომარეობის ერთი კანდიდატატურა",-განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)