|
2023-09-19 22:52:09, 823 ნახვა
სამართალი
პროკურატურა - საქართველოდან თურქეთში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა
საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, აღნიშნული პირი სექსუალური ძალადობის მიზნით, 16 წელს მიუღწეველი პირის თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ 2009 წლიდან იძებნებოდა. თურქული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, ზიანი მიადგა დაზარალებული არასრულწლოვნის ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ძებნილი პირი თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2022 წლის 20 დეკემბერს დააკავეს. "საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 2023 წლის 16 მარტს, აღნიშნული პირის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია სასამართლომ დასაშვებად ცნო. მიმდინარე წლის 11 აპრილს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის თაობაზე დარჩა უცვლელად. 2023 წლის 13 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ზემოხსენებული პირის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის თაობაზე, რის შემდგომაც, 15 სექტემბერს ძებნილი პირი სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს გადაეცა. საქართველოს პროკურატურა გამოხატავს მზადყოფნას, ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, მომავალშიც წარმატებით ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან", - ნათქვამია ინფორმაციაში.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)