16:49 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-18 10:56:11, 1434 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - გასულ ღამეს ოკუპანტების მიერ გაშვებული 17 რაკეტა და 18 დრონი ჩამოვაგდეთ

18 სექტემბრის ღამეს უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 17 ფრთოსანი რაკეტა და 18 დრონი ჩამოაგდეს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები ავრცელებს.

მათი ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას Shahed-136/131-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებითა და Kh-101/Kh-555/Kh-55-ის ტიპის საჰაერო ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს.

"2023 წლის 18 სექტემბრის ღამეს მტერმა უკრაინას Shahed-136/131-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებითა და Kh-101/Kh-555/Kh-55-ის ტიპის საჰაერო ფრთოსანი რაკეტებით შეუტია. 

Shahed-ი მიკოლაივის და ოდესის რეგიონების მიმართულებით გაფრინდა და სულ 24 უპილოტო საფრენი აპარატი დაფიქსირდა. სათვალთვალო მარშრუტზე საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა 18 მოიერიშე დრონი",- აღნიშნულია განცხადებაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics