17:06 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-06 16:47:42, 1482 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკაზე - სრული არაადამიანობა, ეს რუსული ბოროტება რაც შეიძლება მალე უნდა დავამარცხოთ

ოდესაც მსოფლიოში ვინმე ჯერ კიდევ ცდილობს რაიმე რუსულთან შეთანხმებას, ეს ნიშნავს ამ რეალობაზე თვალის დახუჭვას. ბოროტების თავხედობა. სიმდაბლის სითამამე. სრული არაადამიანობა,- ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი ოკუპანტების მიერ, კონსტანტინოვკას დაბომბვას.

მისი თქმით, დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვმა შესაძლოა კიდევ უფრო მოიმატოს..

"როდესაც მსოფლიოში ვინმე ჯერ კიდევ ცდილობს რაიმე რუსულთან შეთანხმებას, ეს ნიშნავს ამ რეალობაზე თვალის დახუჭვას. ბოროტების თავხედობა. სიმდაბლის სითამამე. სრული არაადამიანობა.

დონეცკის ოლქის, ქალაქ კოსტიანტინივკაში რუსი ტერორისტების არტილერიამ ამ წუთებში 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ჩვეულებრივი ბაზარი, მაღაზიები, აფთიაქი და ადამიანები, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ. ბევრი დაჭრილია. სამწუხაროდ, შესაძლოა, დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდოს.

ვუსამძიმრებ ყველას, ვინც დაკარგა საყვარელი ადამიანები! ეს რუსული ბოროტება რაც შეიძლება მალე უნდა დავამარცხოთ!",- წერს ზელენსკი.

ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში, კონსტანტინოვკას ცენტრალური ბაზარი დაბომბეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics