18:26 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-05 19:06:35, 1024 ნახვა

სამართალი
ესპანეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს

ესპანეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომლის შემდგენლობაში ძირითადად ქართველები იყვნენ, სხვადასხვა ქალაქებში სახლებს ძარცვავდნენ.

უწყების ცნობით, კრიმინალურ დაჯგუფებას ე.წ. კანონიერი ქურდები მართავდნენ. ამასთან ერთად ცნობილია, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები თანხებს საქართველოსა და სხვა ქვეყნებში გზავნიდნენ.

ეჭვმიტანილების დაკავების შემდეგ, მათი სახლის ჩხრეკის შედეგად პოლიციამ ძვირადღირებული საათები, მობილური ტელეფონები და ნაღდი ფული ამოიღო.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები არიან ქართული მაფიოზური ორგანიზაციების წვერები და მათ ე.წ. კანონიერი ქურდები ხელმძღვანელობენ. ისინი წინასწარ შემუშავებული გეგმით მოქმედებდნენ.

პოლიციამ გაარკვია, რომ მანქანას ქირაობდნენ და მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაადგილდებოდნენ. ძარცვავდნენ სახლებს, ფერემბსა და სხვა ობიექტებს. კრიმინალები რამდენიმე ჯგუფად იყვნენ დაყოფილი.  ისინი დავალებებს ქართველი პირებისგანაც იღებდნენ, სავარაუდოდ ისინი უმზადებდნენ მათ ყალბ დოკუმენტებს და ასევე უზრუნველყოფდნენ მათთვის საცხოვრებელ ადგილებს", - აცხადებენ ესპანეთის პოლიციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics