|
2023-09-01 16:19:54, 1378 ნახვა
რეგიონი
ბათუმში საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფის გასვლითი შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფის გასვლითი შეხვედრა დღეს ქ. ბათუმში, სასტუმრო “შერატონში” გაიმართა. შეხვედრაზე აჭარაში, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და არსებული გამოწვევები განიხილეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, სამუშაო ჯგუფს კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე ხელმძღვანელობდა. შეხვედრას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, მინისტრის მოადგილეები, აჭარის უმაღლესი საბჭოს, ადგილობრივი თვითმმართველობის, ფსიქიატრიული სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2017 წლიდან ახორციელებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა მხარდამჭერ პროგრამებს, რომელთა გაფართოება საჭიროებების მიხედვით, ხდება ყოველ ახალ საბიუჯეტო წელს. “ჩვენ ვცდილობთ სამინისტროს პროგრამებით მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტებს და შევუქმნათ ოჯახთან მიახლოებული გარემო. ფინანსდება ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფა, მიმდინარე წელს პაციენტთა საჭიროებების გათვალისწინებით, დავამატეთ მეოთხე საცხოვრისი, ჯამში პროგრამით 96 ბენეფიციარი სარგებლობს. სამინისტრო ასევე აფინანსებს ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფას. ვფიქრობ, საჭიროა პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების გაძლიერება, რათა დროულად მოხდეს დიაგნოზის დასმა და პაციენტის გადამისამართება შესაბამის სპეციალისტთან”, - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. ფსიქიატრიული ჯანმრთელობის მიმართულებით, აჭარის რეგიონში, თემზე დაფუძნებული მობილური გუნდების მომსახურების პროგრამებსა და სერვისებს მუნიციპალიტეტების მერიები ახორციელებენ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ბენეფიციართა სხვადასხვა საჭიროებები და არსებული პროგრამების სამომავლოდ კიდევ უფრო დახვეწა-გაფართოებაზე იმსჯელეს. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა თემატური მოკვლევა საკითხზე: „საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და არსებული გამოწვევები“, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და დიდი ბრიტანეთის UK aid-ის ხელშეწყობით დაიწყო.
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)