17:56 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-12 12:37:52, 1271 ნახვა

ომი უკრაინაში
კულება - სულ უფრო ხმამაღლა ისმის მოწოდებები მოლაპარაკებების დაწყებისკენ, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს მოწოდებები ჩაახშოს

სულ უფრო ხმამაღლა ისმის მოწოდებები მოლაპარაკებების დაწყებისკენ, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს მოწოდებები ჩაახშოს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინას წინ რთული პოლიტიკური სეზონი ელოდება, მაგრამ მას სწამს, რომ უკრაინა შეძლებს და ყველა ფრონტზე გაიმარჯვებს.

„წინ რთული პოლიტიკური სეზონი გველოდება. ყველა ფრონტზე აუცილებლად გავიმარჯვებთ, მაგრამ ეს შემოდგომა მძიმე იქნება. წინ გველის არაერთი საერთაშორისო სამიტი, რომლებზეც უკრაინას სჭირდება რაოდენობრივი და ხარისხობრივი წარმომადგენლობა მთელი მსოფლიოდან, და არა მხოლოდ ევროპიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან. ვხედავთ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე ისმის ხმები, რომ საჭიროა მოლაპარაკებები. ამას ამბობენ არა საჯარო პირები, თუმცა ეს მოწოდებები მაინც სულ უფრო ხმამაღლა ისმის. საერთაშორისო სამართლისა და სისხლის სამართლის კანონმდებლობის ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ეს ხმები ჩავახშოთ“, - განაცხადა კულებამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics