15:17 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-06 21:18:30, 4143 ნახვა

კომენტარი
ზვიად კვაჭანტირაძე: „როსნეფტის“ ფაქტი თუ დადასტურდება, რა თქმა უნდა, ეს „ოკუპაციის შესახებ“ კანონს არღვევს

საპარლამენტო უმრავლესობის ზვიად კვაჭანტირაძის შეფასებით, რუსული კომპანია“როსნეფტის“ ფოთის პორტში შემოსვლის ფაქტი თუ დადასტურდება, ეს „ოკუპაციის შესახებ“ კანონს, რა თქმა უნდა, არღვევს. 

„თუ ეს დადასტურდება, რა თქმა უნდა „ოკუპაციის შესახებ“ კანონს არღვევს. ეს არის  მომენტი, რომელსაც ხელისუფლება ასე მარტივად ვერ გააკონტროლებს. მითუმეტეს საქართველოში ეს დიდი ხნის წინ დაწყებული თემაა, ქვეყანაში რუსული ინვესტიციების მოზიდვა მიხეილ სააკაშვილისა და კახა ბენდუქიძის პოლიტიკაა. ამის შესახებ ყველამ იცის“, – აღნიშნა კვაჭანტირაძემ. 

 რუსულ კომპანია „როსნეფტთან“ დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს დეპუტატ თინა ხიდაშელს. 

 ჟურნალისტის კითხვაზე,რუსული კომპანია „როსნეფტის“ მიერ ფოთის პორტში აქციების შესყიდვა, რომელიც ასევე ოკუპირებული აფხაზეთის მიმდებარედ ნავთობ მომპოვებელ საქმიანობას აწარმოებს, არღვევს თუ არა „ოკუპაციის შესახებ“ კანონს,  თინა ხიდაშელმა უპასუხა: „არ ვიცი. მხოლოდ თქვენი სიტყვა ვერ იქნება ჩემთვის სამტკიცი, რომ ეს ნამდვილად ასეა. საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს, რა არის ეს კომპანია და რას აკეთებს, ეს იმ ხალხს უნდა ჰკითხოთ, ვისაც ამის შესახებ  ინფორმაცია აქვს".

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics