18:24 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-24 13:34:33, 1668 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინული მედია - მოსკოვზე თავდასხმა უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცოპერაცია იყო

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე 24 ივლისის ღამეს დრონებით თავდასხმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცოპერაცია იყო. აღნიშნულ ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს თანახმად, დაზვერვის მიერ გაშვებულმა ყველა უპილოტო საფრენმა აპარატმა მოსკოვამდე მიაღწია.

„მოხალისეებისა და სტრუქტურების თანამშრომლობა კარგ შედეგს იძლევა. გაგრძელება იქნება“,- აცხადებს წყარო.

ცნობისთვის, 24 ივლისს, გამთენიისას რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. შეტევისას თავდაცვის სამინისტროს მახლობლად მდებარე შენობა დაზიანდა, ერთი დრონი კი, ლიხაჩოვის ქუჩაზე, ბიზნესცენტრში ჩამოვარდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics