|
2023-07-22 11:10:40, 1252 ნახვა
ეკონომიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე ლურჯი მოცვის მწარმოებელ ფერმერებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ დავით წითლიძესთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულ გიორგი გუგუჩიასთან ერთად, ლურჯი მოცვის მწარმოებელ ფერმერებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე, რომელსაც მოცვის მწარმოებელი ფერმერები გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებიდან ესწრებოდნენ, დარგში არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, მოცვის მოსავლიანობის თვალსაზრისით, 2023 წელი გამორჩეული იყო. „სახელმწიფო არაერთი პროგრამის, უპირველეს ყოვლისა კი, „დანერგე მომავლის“ ფარგლებში, ფერმერებს აქტიურად ეხმარება მოცვის ბაღების გაშენებაში. წინასაწარი პროგნოზით, მოცვის მოსავლიანობა შემდგომ წლებში კიდევ უფრო გაიზრდება, რაც, ერთი მხრივ, ეკონომიკურ საქმიანობას გააფართოებს, მეორე მხრივ, კი აჩენს აუცილებლობას, რომ ჩვენ დიდი რაოდენობის მოსავლის დაბინავებისა და რეალიზებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნას შევუწყოთ ხელი. მოცვის მწარმოებელ ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე არაერთი საინტერესო ინიციატივა მოვისმინეთ და, ვფიქრობთ, რომ, შემდგომ წლებში, სახელმწიფო თავისი პროგრამების მეშვეობით, მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს, რათა მოცვის კულტურამ თავისი წილი ეკონომიკური სარგებელი კიდევ მეტად გაზარდოს“, - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ. როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრაზე ლურჯი მოცვის მწარმოებელი ასოციაციის წევრების შეკითხვებს ადგილზევე გაეცა პასუხი მინისტრის მოადგილისა და შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან. „ჩვენი ქვეყნიდან ექსპორტზე გასული მოცვის კულტურის არეალის გაფართოებისთვის მიმდინარეობს სხვადასხვა ბაზრის მოძიება. შესაბამისად, გაზრდილი ექსპორტი დამატებით შემოსავალს მოუტანს მოცვის მწარმოებლებს და მთლიანად ქვეყანას“, - აღნიშნა გიორგი გუგუჩიამ. ფერმერ გიორგი კვატაიას განცახდებით, შეხვედრაზე ნათლად გამოჩნდა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაგრძელდება მომავალშიც. „გვინდა, ჩამოვაყალიბოთ კოოპერატივები და მათი საშუალებით სახელმწიფოსგან მივიღოთ მეტი მხარდაჭრა თანადაფინანსების სახით“, - განაცხადა გიორგი კვატაიამ. თენგიზ ნასარიძე სოფელ ზედა ეწერშიც იმყოფებოდა, სადაც ლურჯი მოცვის თანამედროვე ბაღი დაათვალიერა. მოცვის ბაღი შპს „ქისტოუნმა“ სახელმწიფო დაფინანსებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 2022 წელს გააშენა. მინისტრის მოადგილე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შპს „თხილისა და აგროკულტურების კომპანიის“ სამაცივრე მეურნეობის შესაძლებლობებს გაეცნო. კომპანიამ სამაცივრე მეურნეობა შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში მოაწყო.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)