|
2023-07-21 12:13:43, 1692 ნახვა
ომი უკრაინაში
უნგრეთი ბლოკავს ფონდის შექმნას უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად
უნგრეთი ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირის წინადადებას შექმნას გრძელვადიანი ფონდი 20 მილიარდ ევრომდე უკრაინის არმიის მხარდასაჭერად. ინფორმაციას Politico ავრცელებს. გამოცემის თანახმად, 20 ივლისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ ბრიუსელში და პირველად განიხილეს წინადადება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში წელიწადში მინიმუმ 5 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, რათა დაფარონ ევროკავშირის ქვეყნების ხარჯები უკრაინისთვის იარაღის შესყიდვისა და დონაციისთვის და უკრაინული ჯარების მომზადებაზე. მაგრამ შეხვედრის დროს უნგრეთმა განაცხადა, რომ წინააღმდეგი იქნება ამ გეგმას მანამ, სანამ უკრაინა არ ამოიღებს უნგრულ ბანკ OTP-ს ომის სპონსორების სიიდან. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ ზიარტომ თქვა, რომ მისი ქვეყანა მეტ ფულს არ გამოყოფს ე.წ. ევროპის მშვიდობის ფონდისთვის, რომელსაც ბრიუსელი იყენებს უკრაინას იარაღის მიწოდების სუბსიდირებისთვის. ”ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ ახალ ფინანსურ ვალდებულებებზე ევროპის მშვიდობის ფონდისთვის, სანამ OTP-ის საკითხი არ მოგვარდება”, - თქვა ზიარტომ. როგორც აღინიშნა, ევროკავშირმა ახლა დაახლოებით 4 მილიარდი ევრო გამოუყო ფონდს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. მაგრამ ოფიციალურ პირებს სურთ შექმნან ფულის უფრო სტაბილური წყარო, რათა თავიდან აიცილონ მუდმივი რთული საუბრები ხაზინის შევსების შესახებ. ფონდის გეგმები დასავლეთის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილია, რათა უკრაინას უსაფრთხოების უფრო მუდმივი გარანტიები მისცეს. მანამდე Politico საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ევროკავშირი გეგმავს შექმნას სპეციალური ფონდი უკრაინის არმიის მხარდასაჭერად მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ამისთვის შემოთავაზებულია 20 მილიარდი ევროს გამოყოფა. ინიციატივა არ მოიცავს სამხედრო მარაგების პირდაპირ დაფინანსებას. შემოთავაზებულია სხვა ქვეყნების დახმარება უკრაინაში საბრძოლო მასალის, რაკეტების, ტანკების და ა.შ. შესყიდვისა და გადაცემის ხარჯების დაფარვაში. თანხის ნაწილი შეიძლება მოხმარდეს უკრაინელი სამხედროების მომზადებას. ამგვარად, ევროკავშირი აპირებს დააფიქსიროს თანხა და დაავალდებულოს წევრი ქვეყნები მხარი დაუჭირონ კიევს უახლოეს წლებში.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)